9 წლის ბიჭზე ძალადობის ბრალდებით 60 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათი ცნობით, გამოძიება ოჯახში ძალადობის, 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
ცნობისთვის, რუსთავში ბიჭზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მოქალაქე რუსკა მჭედლიძემ გაავრცელა.
"9 წლის ბავშვი ეზოში წიხლებით სცემა მამინაცვლის მამამ ათობით ადამიანის და უამრავი ბავშვის თანდასწრებით, მოძალადის ცოლიც ემუქრებოდა მოკვლით, სახლში ძალით წაიყვანეს, ნაცემმა ბავშვმა თავის მეგობრებს უთხრა, 10 წუთში ეზოში თუ არ ჩამოვედი ესე იგი, კიდევ მცემენ და პატრულში დარეკეთო. განაგრძეთ კითხვა