"ბანანის" ამოტ­რი­ა­ლე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და, უჟი­ლე­ტო ბავ­შვე­ბი ზღვა­ში ჩაცვივდნენ, ერთ-ერთს კი სამაშველო ჟილეტი წაართვა" - პროკურატურის განცხადება16 წლის მოზარდის გარდაცვალების გარემოებებზე - მშობლები

"ბანანის" ამოტ­რი­ა­ლე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და, უჟი­ლე­ტო ბავ­შვე­ბი ზღვა­ში ჩაცვივდნენ, ერთ-ერთს კი სამაშველო ჟილეტი წაართვა" - პროკურატურის განცხადება16 წლის მოზარდის გარდაცვალების გარემოებებზე

2023-07-08 17:45:57+04:00

პროკურატურა ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა, განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება უკვე წარედგინათ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულებმა, სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე - წყლის ატრაქციონ - ე.წ. „ბანანზე“, გართობის მიზნით 4 მოზარდი აიყვანეს.

ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც სწრაფმავალი კატარღის საჭესთან იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, არასრულწლოვნებს სამაშველო ჟილეტები არ ეცვათ, ასევე მისთვის უცნობი იყო, შეეძლოთ თუ არა მათ ცურვა, ყოველგვარი უსაფრთხოების წესებისა და განმარტებების გარეშე დაძრა კატარღა, სწრაფი სვლით გაიყვანა მაფრთხილებელი ნიშნის - ტივტივასაგან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით ზღვის სიღრმეში, შემდეგ კი წყლის ატრაქციონ ე.წ „ბანანიდან“ ბავშვების გადმოგდების მიზნით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, წყლის ატრაქციონის ამოტრიალება რამდენჯერმე სცადა, ბოლო მცდელობისას კი უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩავარდნენ.

ბრალდებული ითვალისწინებდა რა არასრუწლოვნების დაღუპვის შესაძლებლობას, შეგნებულად უშვებდა და გულგრილად ეკიდებოდა სასიკვდილო შედეგის დადგომას. ასევე მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა, რომელიც დაზარალებულმა ზღვაში ჩავარდნის შემდგომ ჩაიცვა.

განაგრძეთ კითხვა