სწორად შერჩეული საუზმე ბავშვს ენერგიას 3-4 საათის განმავლობაში აძლევს, სანამ სადილის დრო არ დადგება. იმისთვის, რომ „მარაგი“ საკმარისი იყოს, მისი კვებითი ღირებულება უნდა 200-300 კკალ უნდა შეადგენდეს, ანუ ყოველდღიური მოთხოვნილების 20-25%-ს. დიეტოლოგები გირჩევენ, ბავშვმა დილით სხვადასხვა ჯგუფის საკვები მიიღოს, რომელიც ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს შეიცავს.
ყველაზე ტრადიციული საუზმე რძის ფაფაა. ის დღემდე ყველაზე სწორ დილის კვებად ითვლება. მარცვლეული „ნელი“ ნახშირწყლების წყაროა, რომელიც ნელა შეიწოვება და ენერგიას თანდათან გამოყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ პატარას მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მოშივდება. კვებითი ღირებულებით შვრიის ფაფა და წიწიბურა პირველ ადგილს იკავებს. რძიანი ფაფა უფრო ჯანსაღია, რადგან რძე კერძს ცხოველური ცილებით, ვიტამინებითა და მინერალებით ამდიდრებს.
მიუსლი შეიძლება ტრადიციული კერძის კარგი ალტერნატივა იყოს. სხვადასხვა კომბინაციებში ის ხორბლის, ჭვავის, შვრიის, ქატოს, ხილის და თხილეულის დანამატებს შეიცავს. მცირეწლოვანი ბავშვის მენიუში მხოლოდ სპეციალური ბავშვის საკვების მუსლი შეიძლება შევიდეს ან ის თავად უნდა მოამზადოთ შინ ნატურალური პროდუქტებისგან. თუ მაინც ყიდვას გადაწყვეტთ, ყურადღებით წაიკითხეთ, თუ რა ასაკისთვის არის განკუთვნილი ეს პროდუქტი. ზოგიერთი შეიცავს ისეთ დანამატებს, რომლებთანაც „გაცნობა“ ჯობია, 4-5 წლამდე გადადოთ და მერეც ნაკლებად გამოიყენოთ.
ყოველ დილით ბავშვს შეგიძლიათ შესთავაზოთ კარაქიანი პური და ყველი. სასმელებიდან რეკომენდებულია კაკაო და მცენარეული ჩაი კოფეინის გარეშე ან მინიმალური შემცველობით.
ბავშვის დილის კვება არ შემოიფარგლება მარცვლეულით. არის სხვა კერძებიც, რომლებიც მას ენერგიის აუცილებელ მარაგს მისცემს.
კვირაში 1-2-ჯერ საუზმეზე ბავშვს შეიძლება შესთავაზოთ ხაჭო და ხაჭოთი მომზადებული პუდინგები და ჩიზქეიქები. ხაჭო სრულფასოვანი ცილის, კალციუმის, ფოსფორის, ვიტამინი B2-ის წყაროა. თუმცა რეკომენდებულია, რომ ბავშვებს ეს პროდუქტის არაუმეტეს 9%-იანი ცხიმის შემცველობოთ მივცეთ.
იგივე სიხშირით უნდა გამოჩნდეს ბავშვის საუზმის სუფრაზე ომლეტი. კვერცხიც ასევე შეიცავს ადვილად მოსანელებელ ცილას; გარდა ამისა, ის შეიცავს ვიტამინებს: D, A, E, B2, B12. შეგიძლიათ ბოსტნეულთან ერთად მოამზადოთ, ან გახეხილი ყველით. კვირაში ერთხელ ბავშვს შეგიძლიათ საუზმეზე კარგი ხარისხის პასტა შესათავაზოთ.