ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებელი, დედა თინათინი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, გარდაიცვალა 14 წლის გიორგი მურვანიძე, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა და ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციარი იყო:
"როგორ ძალიან მინდოდა, კიდევ ბევრი ოცნება ამესრულებინა, მაგრამ... გიო დე შეხვედრამდე!"
სულ ცოტა ხნის წინ გიორგის ოცნება აუსრულეს ცნობილმა ფეხბურთელებმა - ხვიჩა კვარაცხელიამ და ზუკა დავითაშვილმა და ახლოს გაიცნეს. "ეს ემოცია და სიხარული არასდროს დაავიწყდება გიოს, უდიდესი მოტივაციით გააგრძელებს ბრძოლას და იმედი მაქვს გავიმარჯვებთ!" - წერდა მაშინ დედა თინათინი.