ცნობილი ბარბადოსელი მომღერალი რიანა ორსულად არის. ის მეორე შვილს ელოდება მომღერალ A$AP Rocky-სგან. 35 წლის მომღერალმა თავისი ბრენდის, Savage X Fenty-ს ახალი კოლექციისთვის გაიხადა და საცვლებით ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
ცოტა ხნის წინ რიანამ აღიარა, რომ ორსულობის დროს ყველაზე მეტად დივანზე წოლა და უსაქმურობა სიამოვნებს. თუმცა როგორც კი ჩაიცვამს და გაიპრანჭება, მაშინვე ენერგიაზე მოდის, თავს მომხიბვლელად გრძნობს და მზადაა, მოექცეს ყურადღების ცენტრში.
რიანას პირველი შვილი 2022 წლის 13 მაისს დაიბადა. ბიჭს წყვილმა RZA Athelston Mayers-ი დაარქვა.