ბავშვის ძილის რეჟიმის ჩამოყალიბება დიდწილად მშობლების ხელთაა, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებიც იდეალური რეჟიმის დროსაც ძალიან ადრე იღვიძებენ და აღარც მშობლებს აცლიან ძილს.
თქვენი შვილი ბუნებით „ტოროლაა“, თუ:
ყოველთვის თავისით იღვიძებს და თითქმის ყოველთვის კარგ ხასიათზე;
დღის პირველი ნახევარი ხალისიანი და ენერგიულია;
ძილის პრობლემა არ აქვს, საღამოს ადვილად იძინებს და მთელი ღამე მშვიდად სძინავს;
სადილის შემდეგ დაღლილი ჩანს.
მისთვის ძილის დროის გადანაცვლებას შედეგი არ მოაქვს, მაინც ადრე იღვიძებს ან უფრო გაღიზიანებული და ჭირვეულია. რაც არ უნდა ეცადონ მშობლები, ბავშვის დაძინების დრო გვიან დროზე გადაიტანონ (მაგალითად, დააძინონ არა ჩვეულებრივ 20.00 საათზე, არამედ 21.00-22.00 საათზე), ის მაინც დილის 6.00 საათზე იღვიძებს. ამავდროულად, ბავშვი მთელი დღე უხასიათოდაა დაკლებული ძილის დროის გამო. ასე მხოლოდ „ტოროლების“ შემთხვევაში ხდება, ყველა სხვა ბავშვთან შობლები, როგორც წესი, ახერხებენ ძილის დროის რეგულირებას.
ბავშვმა რომ ალიონზე არ გაგაღვიძოთ:
თუ ძილის კორექცია არ მუშაობს და თქვენი შვილი გამოუსწორებელი ტოროლაა, ხელს ნუ ჩაიქნევთ.
რჩევა პირველი: ნება მიეცით საკუთარ თავს იძინოთ შვილთან ერთად, როდესაც ეს შესაძლებელია, მათ შორის დღის განმავლობაში. მოარგეთ თქვენი განრიგი ბავშვის განრიგს.
რჩევა მეორე: ასწავლეთ ბავშვს გაღვიძების შემდეგ მშვიდად მოქცევა, მშობლების შეწუხების გარეშე.
ბოთლით ჩაი, ორცხობილა ან რაიმე მისი საყვარელი წასახემმსებელი საწოლთან დაუტოვეთ. იქვე დაუდეთ მისი საყვარელი წიგნი. პატარებს მისი საყვარელი სათამაშოები საწოლების რიკულებს შორის დაუკიდეთ.
უფრო მოზრდილ ბავშვს იმ სათამაშოების ყუთი გაართობს, რომელებითაც უფრო იშვიათად თამაშობს. შეიძლება 1-2 ახალი ან კარგად დავიწყებული სათამაშოც ჩაუდოთ.
შეახსენეთ თქვენს შვილს, რომ მის საყვარელ დათუნიას თუ თოჯინას დილით დახმარება სჭირდება: თავი უნდა დაიბანოს, კბილები გაიხეხოს და, რა თქმა უნდა, საუზმე მიირთვას. უთხარით, რომ დედა საუზმის შემდეგ გააღვიძოს.
ასწავლეთ თქვენს პატარას ჩართოს პლეერი, რათა შეძლოს მისი საყვარელი ზღაპრის აუდიოვერსიის მოსმენა.
თუ მაინც შემოდის თქვენს საძინებელში, მოუწყვეთ იქ სპეციალური საიდუმლო ადგილი, სადაც შეძვრება ან ან მყუდრო წამომსაწოლ-ჩამოსაჯდომიმ, რათა ბავშვი კომფორტულად იჯდეს ისე, რომ არ აძვრეს მშობლის საწოლში და არ გაგაღვიძოთ.