Impact Hub Tbilisi-სა და „ეფეს საქართველოს“ ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა GoGreen პრე-აქსელერატორის დემო დღე, სადაც მონაწილე სტარტაპებმა 12-კვირიანი მუშაობის შედეგები წარადგინეს.
„ეფეს საქართველოსა“ და Impact Hub Tbilisi-ს პრე-აქსელერაციის პროგრამა GoGreen, მიზნად ისახავს მდგრადი მეწარმეობის პოპულარიზაციას და ამ მიმართულების სტარტაპების/ კომპანიების/ინდივიდების გაძლიერებას. შესარჩევ ტურში მონაწილეობა მიიღო 60-მდე გუნდმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე 9 სტარტაპი შეირჩა, რომელთა ფოკუსიც არის ცირკულარული ეკონომიკა, მწვანე მეწარმეობა, მდგრადი განვითარება, დადებითი სოციალური გავლენა, გარემოს დაცვა, ენერგოეფექტურობა და ა.შ.
პრე-აქსელერატორის განმავლობაში მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები,
Impact Measurement, MVP - ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები, Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.
GoGreen პრე-აქსელერატორი ხორციელდება: „ეფეს საქართველოს“, Impact Hub Tbilisi-სა და Startup Büro-ს თანამშრომლობის შედეგად.
„ეფეს საქართველოს” შესახებ
,,ეფეს საქართველო” “ეფესის ლუდსახარშების საერთაშორისო ჯგუფის“ (EBI) წარმომადგენლობაა საქართველოში და აწარმოებს ადგილობრივ და ლიცენზირებულ ლუდისა და ლიმონათის ბრენდებს ქართული ბაზრისთვის.
„ეფეს საქართველო” ქართული ლუდის და ლიმონათის ბაზრის ლიდერია. კომპანია საექსპორტო ბაზრებზე წარმოდგენილია 2006 წლიდან. ამჟამად ლუდისა და ლიმონათის ექსპორტი ხდება 23 ქვეყანაში.
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამა მიზნად ისახავს, დაეხმაროს ქართველ მეწარმეებს ქვეყნის მდგრად განვითარებაში. კომპანია ახორციელებს სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტს, რომლებიც მოიცავს ჩამდინარე წყლის წმენდას, პლასტმასის გამოყენების შემცირებას, ენერგოეფექტურობას, ტყეზე ზრუნვას და ა.შ.
R