გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მესამე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა.
შემთხვევის შედეგად ბავშვმა ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო, ის თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მომგვიანებით კი თბილისში.
გამოვლინდა თავის დახურული ტრავმა, კომპრესიული მოტეხილობა და სხეულის მრავლობითი ზედაპირული დაჟეჟილობები, - ამის შესახებ, გორის სამხედრო ჰოსპიტლის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.
იგორ გეორგიანის ინფორმაციით, მცირეწლოვანი პაციენტი გადაყვანილია თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.
„დილის საათებში მშობელმა შემოიყვანა სიმაღლიდან გადმოვარდნილი ორი წლის ბავშვი, რომელსაც აღენიშნებოდა თვალსაჩინო ზედაპირული ტრავმები. პაციენტს გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, მოხდა სასიცოცხლო პარამეტრების ნორმალიზება და სტაბილიზაცია. ჩატარდა მაღალტექნოლოგიური კვლევები, რის საფუძველზეც გამოვლინდა თავის დახურული ტრავმა, კომპრესიული მოტეხილობა და სხეულის მრავლობითი ზედაპირული დაჟეჟილობები. გამოძახებული იქნა რეფერალური სამსახური, პაციენტი გადაყვანილია ბავშვთა პროფილურ სპეციალიზებულ კლინიკაში. რეფერირების მომენტში პაციენტის მდგომარეობა მართვადი იყო, რაც შეეხება მდგომარეობის შემდგომ შესაძლო განვითარებას, რთულია პროგნოზის გაკეთება“, - აღნიშნა იგორ გეორგიანმა.