ტრაგედია დატრიალდა გუშინ ჩაქვში. სასტუმრო "ოაზისში" აუზზე 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო. როგორც ცნობილია, ბიჭი დედასთან ერთად ისვენებდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა აუზზე დამსვენებლები იმყოფებოდნენ.
"დახრჩობის მომენტი არავის დაუნახავს. როგორც ყვებიან, აზრად არ მოსვლიათ, თუ ბავშვი იხრჩობოდა. დედა-შვილი ქუთაისიდან იყო ჩამოსული“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა ადგილობრივებმა.
ტრაგედიის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ. ერთ-ერთი თვითმხილველი რომელიც მომხდარ ტრაგედიას შეესწრო სოციალურ ქსელში წერს:
"დღეს ჩემი ფანჯრების წინ 5 წლის ბიჭი დაიხრჩო აუზში, ჩაქვში - სასტუმრო დრიმლენდ ოაზისში….
- სასტუმროს, რომ თითოეულ აუზზე გამოყოფილი მაშველები ჰყოლოდა, რომლებიც გააკონტროლებდნენ აუზის ტერიტორიას. განაგრძეთ კითხვა