"ამბობენ, ჰარი უკვე ცოლ-შვილისგან განცალკევებით ცხოვრობს... სკანდალებმა მათი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია" - პრინცი ჰარი და მეგან მარკლი შორდებიან? - მშობლები

"ამბობენ, ჰარი უკვე ცოლ-შვილისგან განცალკევებით ცხოვრობს... სკანდალებმა მათი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია" - პრინცი ჰარი და მეგან მარკლი შორდებიან?

2023-07-19 11:50:26+04:00

უცხოური ყვითელი პრესა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შესაძლო განქორწინებაზე წერს. პრესა წერს, რომ მათი ქორწინება დანგრევის პირასაა. სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთის უმცროს მემკვიდრეს სამეფო ოჯახთან მშვიდობის დამყარება სურს, ცოლი კი ამის კატეგორიული წინააღმდეგია. სამშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია დიდ დროს ატარებენ ცალ-ცალკე, რათა ერთმანეთს ურთიერთობის გამოსასწორებლად დრო მისცენ . "ცდილობენ გაარკვიონ, რა ანგრევს მათ ოჯახს ყველაზე მეტად. ჰარი ვერ „ ჯდება“ მეგანის უგემოვნი სამყაროში“, - განუცხადა RadarOnline-ს წყარომ. მაგრამ ანონიმური წყარო Page Six-თან ინტერვიუში ირწმუნება, რომ ჭორები გაზვიადებულია.

გასული წელი წყვილისთვის მართლაც რთული იყო. ოპრა უინფრისთან პირველი სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, თითქოს ყველაფერი დაწყნარდა, მაგრამ ამას Netflix-ის დოკუმენტური ფილმი მოჰყვა, ასევე ჰარის მოგონებები და Spotify პოდკასტი, რისთვისაც წყვილმა 30 მილიონი ფუნტი მიიღო და ჯერაც არ შეუსრულებიათ ბოლომდე თანხის შესაბამისი პირობა. ამავდროულად, მეუღლეების გულახდილობამ ბევრი ნეგატივი გამოიწვია, რამაც არა მხოლოდ სამეფო ოჯახი, მოქალაქეებიც დაუპირისპირა ჰარის და მეგანს.

უახლოეს მომავალში პრინცი ჰარი აფრიკაში მიემგზავრება, რომელიც, მისი თქმით, თავის მეორე სახლია და ამ მატერიკზე "ყველაზე მეტად ჰგავს საკუთარ თავს". ასევე ამტკიცებენ, რომ სამეფო მემკვიდრემ შესაძლოა მარტოდ გადაიღოს ახალი ფილმი Netflix-ისთვის.

წყარომ დასძინა, რომ სასექსის წყვილის გადასვლამ მონტეციტოში, კალიფორნიაში, მძიმე დარტყმა მიაყენა მათ ფინანსურ მდგომარეობას. ისინი "უზარმაზარ ფინანსურ ზეწოლას განიცდიან, რათა თავიანთი მდიდრული კალიფორნიული ცხოვრების წესი დააფინანსონ, მათ შორის 14 მილიონი დოლარის სასახლე და უსაფრთხოების უზარმაზარი ხარჯები", - ნათქვამია ინტერვიუში.

„ამ სტრესმა, მათ ემოციურ პრობლემებთან ერთად, ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია. ვიმედოვნებთ, რომ სხვადასხვა კონტინენტზე ცალ-ცალკე გატარებული დრო დაეხმარებათ სირთულეების გადალახვაში“, - ამბობს წყარო.

ამასობაში, ზოგიერთი მედია წერს, რომ მონტესიტოს სასახლე პრინც ჰარის და მეგანს აღარ ეკუთვნის და ისინი სხვაგან ცხოვრობენ, უფრო მეტიც, ამბობენ, რომ სამეფო მემკვიდრე ცოლ-შვილისგან განცალკევებით ცხოვრობს. მაგრამ ამ ჭორების არავითარი მტკიცებულება არ არსებობს.