"პირველადი დახმარება უფროს კლასებშივე უნდა ისწავლებოდეს სკოლაში..." - ნათია ფანჯიკიძე - მშობლები

"პირველადი დახმარება უფროს კლასებშივე უნდა ისწავლებოდეს სკოლაში..." - ნათია ფანჯიკიძე

2023-07-20 09:45:27+04:00

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ჩემი აზრით, პირველადი დახმარება უფროს კლასებშივე უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, მერე სწავლება, ცოდნის განმტკიცების მიზნით მეორდებოდეს უმაღლეს სასწავლებლებში და შემდეგ უკლებლივ ყველა სამსახურში, შრომის უსაფრთხოების ფარგლებში. ეს უნდა იყოს საყოველთაო სავალდებულო ტრენინგი.

პირადად მე, ალასანიამ გადამარჩინა სხვა და სხვა დროს სამჯერ, მხოლოდ იმიტომ, რომ სამხედრო განათლება აქვს და იცის, მოულოდნელ სიტუაციაში რა გააკეთოს. ამიტომ, გადაწყვეტილი მაქვს, მხოლოდ მის წინაშე მოვკვდე ხოლმე. როცა ახლოს არაა, თავს ვუფრთხილდები. გამექცა ისევ ხუმრობისკენ, მაგრამ სრულიად სერიოზულად, საყოველთაო უნდა იყოს ეს. მეტად თავდაჯერებულს გახდის ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ სიტუაციაში. ამ ფიქრებით გამეღვიძა დილის შვიდზე. ზედმეტად ბევრი ტრაგედია ხდება ირგვლივ და მინიმუმ ნახევარს ავირიდებდით, მზად რომ ვიყოთ ყველა, ნებისმიერი მოულოდნელი სიტუაციისას მოქმედებისთვის და სასოწარკვეთილი კივილის ნაცვლად მობილიზებული იყოს ჩვენი ქცევა".

ბავშვი შეიძლება 20-სანტიმეტრის სიმაღლის წყალშიც კი დაიხრჩოს, თუ თავი არასწორად მოათავსა, ან თავი დაარტყა და გული წაუვიდა - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ ბავშვის უსაფრთხოებაზე
ბავშვს რომ ლუკმა არ გადასცდეს - ექიმ კომაროვსკის პრაქტიკული რეკომენდაციები