სასიკვდილო მუქარები, სახლებში შეჭრა და დაშინება... - ვარსკვლავები, რომლებსაც "გულშემატკივრებმა" ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს - მშობლები

სასიკვდილო მუქარები, სახლებში შეჭრა და დაშინება... - ვარსკვლავები, რომლებსაც "გულშემატკივრებმა" ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს

2023-07-20 11:37:27+04:00

ზოგჯერ ცნობილი ადამიანების მიმართ გულშემატკივრებს იმდენად დიდი ყურადღების გამოხატვა სურთ, რომ ფანატიზმში გადასდით და საშიში ხდება. ამიტომაც, ვარსკვლავები იძულებულები არიან, საკუთარი უსაფრთხოება კიდევ უფრო გააძლიერონ. თუმცა, ზოგიერთი ადამიანი ფსიქიკურად გაუწონასწორებელია, არაადეკვატურად იქცევა და ვარსკვლავებისთვის განზრახ სურთ ფიზიკური დაზიანებების მიყენება. სამწუხაროდ, ისტორიას ახსოვს ლეტალური შემთხვევებიც, როცა ცნობილი ადამიანები შეშლილი ფანების მსხვერპლნი გამხდარან.

ეს ცნობილი ადამიანები სხვადასხვა დროს სწორედ მსგავსი დამნაშავეების მსხვერპლნი გახდნენ:

სანდრა ბულოკი

1-1689838892.jpeg

ჰოლივუდის მსახიობი თაყვანისმცემლების მხრიდან არაადეკვატური ქცევის მსხვერპლი რამდენჯერმე გახდა. 2014 წელს ლოს-ანჯელესში მის სახლში ჯოშუა კორბეტ შეიჭრა. სანდრას ეძინა, თუმცა, როდესაც უცნაური ხმაური გაიგო, მიხვდა, რომ სახლში უცნობი პირი იყო, კარადაში დაიმალა და ჩუმად პოლიციას დაურეკა. საბედნიეროდ, სამართალდამცველები სანდრას სახლში ძალიან სწრაფად მივიდნენ და ბოროტმოქმედი დააკავეს. თუმცა, ეს მსახიობისათვის ძალიან დიდი სტრესი აღმოჩნდა და დიდი ხნის განმავლობაში თავს დაცულად ვერსად გრძნობდა, სულ ეშინოდა და ყველას ეჭვის თვალით უყურებდა. რა განზრახვა ჰქონდა კორბეტს, უცნობია, თუმცა მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ უამრავი იარაღი აღმოაჩინა. 2017 წელს კაცმა პირობითი სასჯელი მიიღო და სანდრასთან 150 მეტზე უფრო ახლოს მისვლა აეკრძალა. ასევე, ფსიქიატრიულ კლინიკაშიც წავიდა სამკურნალოდ.

1-1689838905.1.jpeg

2018 წლის 23 აპრილს იგი სასამართლოს სხდომაზე უნდა მისულიყო, თუმცა პირობა დაარღვია, პოლიციას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და სახლში ჩაიკეტა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

ჯიჯი ჰადიდი

2-1689838938.jpeg

2015 წლიდან ჯიჯი ჰადიდს მარსელ პორტერი ავიწროებდა. მამაკაცი ამბობდა, რომ მოდელი უყვარდა, გამუდმებით უტოვებდა წერილებს, რომ მალე მოინახულებდა და სადმე შეხვდებოდა. თავიდან ჯიჯი მამაკაცის შეტყობინებებს ყურადღებას არ აქცევდა. თუმცა, მალევე მიხვდა, რომ საქმე სახუმაროდ აღარ იყო...

2-1689838951.1.jpeg

ბოროტმოქმედმა ჰადიდის ბინაში შესვლა 5-ჯერ სცადა. შედეგად, ის პოლიციამ დააკავა. სასამართლო პროცესი 2017 წელს გაიმართა. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ჯიჯისაც უყვარდა და მისგან შვილის გაჩენა სურდა. მარსელს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა და ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა. მას მოდელთან 100 მეტრზე ახლოს მიახლოება აეკრძალა.

ჯიჯი იმდენად შეშინდა ამ ფაქტით, რომ გადაწყვიტა, ნიუ-იორკში სახლი საერთოდ გაეყიდა.

ბიონსე

3-1689838981.jpeg

ბიონსეს ერთ-ერთმა გულმხურვალე გულშემატკივარმა ერთ დღესაც იფიქრა, რომ მისი საყვარელი მომღერალი გარდაიცვალა, მის ადგილს კი ვიღაც სხვა, "ყალბი ბიონსე" იკავებდა. მამაკაცმა 2009 წელს ბიონსეს მუქარის შემცველი არაერთი წერილი მისწერა და ეუბნებოდა, რომ მსოფლიოსთვის სიმართლე ეთქვა.

3-1689838993.1.jpeg

ერთხელ ბოროტმოქმედმა მომღერალთან პირისპირ შეხვედრაც კი გაბედა. ბიონსემ მამაკაცს უჩივლა და მას მომღერალთან მიახლოება აეკრძალა. ბიონსე ამ ფაქტმა იმდენად შეაშინა, რომ საკუთარი სახლისა თუ პირადი დაცვა კიდევ უფრო გააძლიერა.

სელენა გომესი

4-1689839030.jpeg

2011 წელს სელენა გომესს თომას ბროდინსკი აედევნა. იგი ამტკიცებდა, რომ მომღერალი უყვარდა. თუმცა მოულოდნელად განაცხადა, რომ ღმერთისგან "ნიშანი" მიიღო, რომ გომესი უნდა მოეკლა. თომასმა სოციალურ ქსელში გააკეთა გვერდი, რომლის მთავარ ფოტოდ სელენას დასისხლიანებული სახე განათავსა და აღწერდა, რა გზით აპირებდა მის მოკვლას.

5-1689839043.1.jpeg

მან სამჯერ სცადა მომღერალთან მიახლოება, თუმცა დაცვამ სამივეჯერ შეაჩერა. შემდეგ პოლიციამ დააკავა და სელენა გომესთან მიახლოება აეკრძალა.

ივანკა ტრამპი

5-1689839074.jpg

2011 წელს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის შვილი, ივანკა ტრამპი ბავშვს ელოდებოდა. თუმცა, ეს სასიამოვნო ამბავი ჯასტინ მესლერის გამო სრულად ვერ გაიაზრა. მამაკაცი მას მუქარის შემცველ წერილებს უგზავნიდა და, ფაქტობრივად, ატერორებდა. შემდეგ ბოროტმოქმედმა სოციალურ ქსელში შექმნა გვერდი, სადაც აღწერდა, თუ როგორ აპირებდა ქალის მოკვლასაც და საკუთარი თავის დაზიანებასაც.

5-1689839086.2.jpg

ჯასტინი პოლიციამ დააკავა. იგი ირწმუნებოდა, რომ ივანკას მოკვლა უცხოპლანეტელებმა დაავალეს. ბიჭი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს და მკურნალობის კურსი დაუნიშნეს.

კიმ კარდაშიანი

6-1689839109.jpg

2017 წლის ოქტომბერში ჯასტინ მესლერმა საზოგადოებას თავი კვლავ შეახსენა. მისი ახალი დევნის ობიექტი ამჯერად კიმ კარდაშიანი იყო. კაცი ამტკიცებდა, რომ კარდაშიანი მისი შვილის დედა იყო და მასთან ერთად ცხოვრება სურდა.

6-1689839123.1.jpg

კიმს ემუქრებოდა, რომ თუ ბავშვთან ურთიერთობის შესაძლებლობას არ მისცემდა, მოკლავდა. მუქარის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი კვლავ დააპატიმრეს.

კენდალ ჯენერი

7-1689839150.jpg

2016 წლის აგვისტოში კენდალ ჯენერი დასავლეთ ჰოლივუდში იყო და მანქანით სახლში მიდიოდა. სახლთან ახლოს დაინახა მამაკაცი, რომელსაც უცნაური სახე ჰქონდა. მოდელი მანქანიდან გადმოსვლას აპირებდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. ბოროტმოქმედი მანქანას მიუახლოვდა, კენდალმა კარები ჩაკეტა, მაგრამ დამნაშავე მინების ჩამსხვრევას ცდილობდა... 25 წლის შევონ მაკენზი პოლიციამ დააკავა, თუმცა კენდალი ამ ამბის შემდეგ თავს ძალიან ცუდად გრძნობდა და დიდი ხნის განმავლობაში უძილობა აწუხებდა.

შემთხვევიდან 1 წლის შემდეგ გამოჩნდა 62 წლის მამაკაცი - თომას გუმელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ სუპერმოდელი მისი შეყვარებული იყო. მამაკაცი მუქარის შემცველ წერილებს უგზავნიდა და შეხვედრას სთხოვდა. შედეგად, კენდალმა მას სასამართლოში უჩივლა და ბოროტმოქმედს მოდელთან მიახლოება აეკრძალა.

ჯენიფერ ლოპესი

8-1689839194.jpg

2013 წელს ლოპესის ერთგულმა გულშემატკივარმა სოციალურ ქსელში შექმნა გვერდი, სადაც წერდა, რომ მასა და ჯენიფერს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ. ჯონ დუბისი გამუდმებით აქვეყნებდა სხვადასხვა პოსტს და მომღერალს სიყვარულს უხსნიდა. კაცი ასევე ამბობდა, რომ ჯენიფერის შვილების მამა იყო.

8-1689839208.1.jpg

თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით არ დასრულებულა. იგი მომღერლის სახლის ტერიტორიაზე შევიდა. ექვსი დღე ცარიელ აუზში ეძინა და არავის შეუმჩნევია. ამის შემდეგ მან სოციალურ ქსელში ჯენიფერის სახლში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და პოლიციამ დააკავა. პირობითი სასჯელი მიიღო, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის კურსის გავლაც დაევალა და მომღერალთან მიახლოება აეკრძალა.

ირინა შეიკი

9-1689839235.jpg

2013 წელს ირინა შეიკს იდუმალი თაყვანისმცემელი ყვავილებსა და წერილებს უგზავნიდა. თუმცა, ბოროტმოქმედმა მოდელისაგან საპასუხო რეაქცია რომ ვერ დაიმსახურა, გადაწყვიტა, პირდაპირ მის სახლში მისულიყო. მამაკაცმა იქ შესვლა მაშინ მოახერხა, როდესაც ქარიშხლისაგან დაზიანებულ სახლს რემონტი უტარდებოდა.

ბოროტმოქმედი სახლში დაიმალა და მოდელის მისვლას ელოდებოდა. როდესაც შეიკი ბინაში შევიდა, უცნობი მამაკაცი წინ დაუდგა... მოდელმა სასწრაფოდ პოლიციაში დარეკა, თუმცა ბოროტმოქმედმა გაქცევა მოახერხა. მისი აღმოჩენა მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ მოახერხეს და 2016 წელს სასამართლომ ირინა შეიკის სახლთან მიახლოება აუკრძალა.

ტეილორ სვიფტი

10-1689839274.jpg

ტეილორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მომღერალია. მის გულშემატკივრებს შორისაც ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანიც ბევრია... თუმცა, როჯერ ალვარადოს მსგავსად მოქცევას ყველა ვერ გაბედავდა. მამაკაცმა მოახერხა და ნიუ-იორკში, სვიფტის ბინაში შეიჭრა. როდესაც მომღერალი სახლში ვერ აღმოაჩინა, შხაპი მიიღო და დაიძინა... ბოროტმოქმედი ადგილზე დააკავეს და მომღერალთან მიახლოება აუკრძალეს.

11-1689839284.jpg

კიდევ ერთი ბოროტმოქმედი მომღერალს ბევერლი-ჰილზში სახლთან დანითა და თოკით ელოდებოდა და სვიფტის მოკვლა სურდა, თუმცა, საბედნიეროდ, ტეილორის დაცვამ მისი შეჩერება მალევე მოახერხა.