ნებისმიერი ადამიანის პოლიტიკური ცხოვრების დაწყებისთანავე, მისი პირადი ცხოვრება საჯარო ხდება. ასეა ქართულ რეალობაშიც. ყოველი ახალი მინისტრის, პოლიტიკოსის გამოჩენის შემთხვევაში, საზოგადოებას აინტერესებს, ვინ არის მისი მეუღლე, რამდენი შვილი ჰყავს და საერთოდ, დაოჯახებულია თუ არა.
პოლიტიკურ კარიერაში საკმაოდ მომგებიანია მშვიდი პირადი ცხოვრება და ამასთან ერთად, ბევრი შვილიც. საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებს განსაკუთრებულად უჩუყებთ გულს, თუ პოლიტიკოსს ოთხი, ხუთი და ხანდახან მეტი შვილიც ახლავს თან. ასევე მომგებიანია ოჯახური ფოტოები პლაკატებზე, რომლითაც ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობენ ხოლმე.
ბოლო წლების პოლიტიკურ სივრცეს რომ გადავხედეთ, თანამედროვე პოლიტიკა მრავალშვილიანი მამების დეფიციტს არ უჩივის. განსაკუთრებულად მდიდარია მოქმედი მინისტრთა კაბინეტი.
მაგალითად, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე რვა შვილის მამაა. პოლიტიკოსის მეუღლე პიანისტია. წყვილმა ადრეულ ასაკში იქორწინა და პოლიტიკაში მოსული ბურჭულაძე უკვე მრავალშვილიანი მამა გახლდათ.
თვალი გადაავლეთ სხვა მრავალშვილან პოლიტიკოსებს ქართული რეალობიდან