ეს 10 ტესტი დაგეხმარებათ, თქვენი ზოგადი განათლება და ინტელექტი შეამოწმოთ და ამავდროულად, ნახოთ, რამდენად კარგად გახსოვთ სხვადასხვა მოვლენა, თუ ინფორმაცია:
1. ვინ შექმნა მინოტავრის ლაბირინთი?
2. რომელ ინსტრუმენტზე დაკვრით გახდა ცნობილი ნიკოლო პაგანინი?
3. ჩამოთვლილთაგან, რომელი სრუტეა ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს შორის ბუნებრივი დამაკავშირებელი გზა?
4. ჩამოთვლილთაგან რომელი პოემა არ ეკუთვნის ვაჟა-ფშაველას?
5. რომელ ფილმშია ფრაზა "ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?"
6. აზიის რომელმა ქვეყანამ უმასპინძლა პირველად ოლიმპიურ თამაშებს?
7. რა არის ალ პაჩინოს სრული სახელი?
8. ვისი გადაღებულია ცნობილი ფილმი "ტიტანიკი"?
9. რამდენია გაშლილი კუთხის გრადუსული ზომა?
10. რომელ მხატვარს ეკუთვნის ეს ნახატი?
1. დედალოსი - ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მინოტავრის ლაბირინთი მეფე მინოსისთვის გამომგონებელმა დედალოსმა დააპროექტა. ლაბირინთის დანიშნულება მასში კაციჭამია ურჩხულის გამოკეტვა იყო.
2. ნიკოლო პაგანინი ცნობილი იტალიელი მევიოლინე იყო, რომელიც ერთ სიმზეც კი უკრავდა.
3. მაგელანის სრუტე
4. "თორნიკე ერისთავის" ავტორი აკაკი წერეთელია
5. "მონანიება"
6. იაპონია გახდა პირველი აზიური ქვეყანა, რომელმაც 1964 წელს ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა.
7. ალფრედო ჯეიმს "ალ" პაჩინო - იგი ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტია.
8. ჯეიმს კამერონმა 1997 წელს გადაიღო ცნობილი ფილმი ჩაძირულ "ტიტანიკზე".
9. 180 გრადუსი
10. ვინსენტ ვან გოგს