საინტერესო ფაქტები დავით აღმაშენებელზე, რომელიც შესაძლოა არ გახსოვდა - მშობლები

საინტერესო ფაქტები დავით აღმაშენებელზე, რომელიც შესაძლოა არ გახსოვდა

2023-07-26 15:19:47+04:00

ქართველების საყვარელი მეფის, დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან თითქმის 900 წელი გავიდა, მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყანა, საქართველო რომ არსებობს, სწორედ დავით აღმაშენებლის ბრძნული მმართველობის და გმირობის შედეგია.

აღმაშენებლის ღვაწლი იმდენად დიდია, რომ ბევრი ისტორიკოსი საქართველოს ისტორიას ორ ნაწილად ყოფენ: დასაწყისიდან აღმაშენებლამდე და აღმაშენებლიდან დღევანდელ დღემდე.

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს, დავით აღმაშენებლის შესახებ:

ფაქტი #1.

მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა კახეთი, ერწო-თიანეთი და არაგვის ხეობა კვლავ შემოიერთა, ქვეყანაში ვაჭრობის, მშენებლობის, ხელოსნობისა და მეურნეობის განვითარება დაიწყო. იმისათვის, რომ მთებში გახიზნული მოსახლეობა სახლებსა და სამუშაოს დაბრუნებოდა, მოწეულ მოსავალს გაყიდვა, დანგრეულ სახლებს და სხვა ნაგებობებს აშენება, საჭირო საქონლის უცხოეთიდან შემოტანა იყო საჭირო. ამ ყველაფერს კი შესაბამისი პირობების გარეშე ვერ მიაღწევდა სახელმწიფო. ეს პრობლემა მეფებ ბრძნულად მოაგვარა: ააგო უამრავი ხიდი, გაიყვანა გზები და ამ გზებზე სახელწმიფო ხარჯით აშენდა სასტუმროები, „ფუნდუკები“, სადაც უცხოელებს შეეძლოთ უფასოდ გაეთიათ ღამე და საქონელიც დაებინავებინათ. ამის დამსახურებით არნახულად განვითარდა ქალაქური ცხოვრება. გაჩნდა სახელოსნოები, სადაც ამზადებდნენ იმ ნივთებს, რომლებიც აქამდე მხოლოდ უცხოეთიდან შემოჰქონდათ.

ფაქტი #2.

ჯარი პირველად დავით აღმაშენებელმა შექმნა. მანამდე საქართველოს არასოდეს ჰყოლია მუდმივი ჯარი. ქართველები ყოველთვის „ქუდზე კაცის“ პრიონციპით მოქმედებდნენ, ანუ როდესაც მტერი შემოგვესეოდა, ყველა, ვისაც იარაღის ხმარება შეეძლო, ომში მიდიოდა. დავითის მიერ შექმნილი ჯარი მუდმივად განლაგებული იყო საგანგებო საცხოვრებელში (ახლანდელ ყაზარმებში) და მუდმივად ვარჯიშობდა. ამ წვრთნის შედეგად, ერთი ასეთი პროფესიონალი ჯარისკაცი 2-3 არაპროფესიონალს სჯობდა.

358746581-1229607934423116-5218777195331978488-n-1690370568.png

ფაქტი #3.

გელათის ტაძარი არის დავით აღმაშენებლის დროინდელი საქართველოს დიდების ნამდვილი სახე. გელათის მონასტერთან არსებობდა აკადემია, სადაც ბევრი მეცნიერება შეისწავლებოდა. მასწავლებლებს უცხოეთიდან იწვევდნენ, ხოლო ქართველ ნიჭიერ მოსწავლეებს საზღვარგარეთ გზავნიდნენ.

ფაქტი #4.

ერწუხის ბრძოლის დროს, სულთნის დიდ არმიას თავად დავით აღმაშენებელიც ებრძოდა ხმლით ხელში. ამ ომში მეფეს ზედიზედ სამი ცხენი მოუკლეს, მაგრამ მას ვერაფერი დააკლეს. თვითონ კი იმდენი მტერი დახოცა, რომ ხმალზე შერჩენილი სისხლი ტარიდან სახელოში ჩასდიოდა, იქიდან - პერანგში და წელზე შემოჭერილ ქამართან გროვდებოდა. ბრძოლის შემდეგ, როდესაც მან ქამარი შეიხსნა, იმდენი სისხლი გადმოვიდა, რომ მეფე ყველას დაჭრილი ეგონა.

ფაქტი #5.

დავითმა საქართველოში ყივჩაღები ოჯახებით ჩამოასახლა იმ პირობით, რომ როდესაც მეფე უხმობდა, ყოველ ოჯახს თითო მებრძოლი უნდა გამოეყვანა. ეს ძალიან დიდი ძალა იყო.

358831816-1005395027281838-8581199673616437129-n-1690370633.png

ფაქტი# 6.

1122 წელს საქართველოს გაერთიანება დავით აღმაშენებელმა თბილისის აღებით დაასრულა. თბილისი 400 წლის მანძილზე არაბების მიერ იყო დაპყრობილი.

357331649-102273319627408-2658892461509850166-n-1690370674.png

მოკლედ და ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე მოთხრობილ ამბებს დიდ ადამიანებზე - გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ტომეულში - „გაიცანი დიდი ადამიანები“ წაიკითხავთ. პირველი ტომი, რომელშიც გაეცნობით დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, ნიკო ფიროსმანისა და კოტე მარჯანიშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას, 17 ივლისიდან ხელმისაწვდომია „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში. 30 ივლისის ჩათვლით, წიგნის შეძენა სპეციალურ ფასადაა შესაძლებელი.

ხუთტომეული ყველა დროის ყველაზე გამოჩენილი მოღვაწეების ცხოვრებისა და მემკვიდრეობის შესახებაა. ამ წიგნის ფურცლებზე შეხვდებით და კარგად გაიცნობთ საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან, ღვაწლით გამორჩეულ ადამიანებს, წაიკითხავთ მათი ცხოვრების გზის შესახებ და გაიგებთ, როგორ იბრძოდნენ და იცავდნენ სამშობლოს, აღადგენდნენ დანგრეულს და აშენებდნენ ახალ ქვეყანას, ავრცელებდნენ განათლებას და კულტურას. თითოეულ ტომში ხუთი განსაკუთრებული ამბავია ხუთი დიდი მოღვაწის შესახებ - გზა ბავშვობიდან ისტორიაში დამკვიდრებამდე. ტომეული რეკომენდებულია 8-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის.

R