სამშობიაროში ჩვილის დატოვების შესახებ გავრცელებულ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში და ბევრმა გამოთქვა საკუთარი აზრი. ერთ-ერთი მათგანი ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძეა. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
"სამშობიაროში მიტოვებულ ბავშვზე გუშინ ბევრს ვფიქრობდი და მგონი, იმ დედაზე ხმა არ ამოგვეღება არც ერთ ქალს, ვისაც აბორტი გვაქვს გაკეთებული, მან სიცოცხლის უფლება მაინც არ წაართვა და ვიღაცა უშვილო ოჯახი გააბედნიერა, რომელიც პატარას მზრუნველობას და სიყვარულს არ მოაკლებს. არა აბორტებს. მეტი და მეტი პროპაგანდა და განათლება ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების.