ავტორი: ნატალია ნადირაშვილი
***
ცხოველების მეფე არის,
სიდიადით არ ჰყავს სწორი,
მისი ყველას ეშინია,
მიხვდით, ვინ ყოფილა? ……..
***
ეს ფრინველი მინდვრად ბუდობს,
არ აკლია თურმე მტერი,
ხორბლის ყანებს ეტანება,
დინჯად დაგოგმანებს......
***
უყვარს თხილი და კაკალი,
ქამა სოკო, არყა, ნიყვი,
ხიდან ხეზე დაფრიალებს
კუდბუთქუნა, გამრჯე......
***
ზურგზე ორი ბორცვი ადევს,
უფრო სწორად, ბორცვაკი,
დედიკო ჰყავს აქლემი და
თავად ჰქვია......
***
თვალწარმტაცი ყვავილია,
ვერას აკლებს ეკალ-ბარდი,
თავბრუდამხვევ სურნელს აფრქვევს
ყვავილების მეფე ........
***
ტყის სანიტარს ეძახიან,
ხშირად არის ულმობელი,
სულ საკბილოს ძებნაშია,
სერზე მიძუნძულებს ......
***
მიწაში აგებს გვირაბებს,
ყველაფერს ხედავს, თუმც ბნელა.
ის დღე და ღამე მუშაობს,
მიხვდით რა ჰქვია? - .......
***
დილიდანვე იმდენს ჩხავის,
ირგვლივ ყველა დაღალა,
ეფერება დედა ყვავი,
რა ქნას, უყვარს......
**
მის გემრიელ ნაშრომ-ნაჯაფს
არ ელევა მუშტარი,
ყვავილების ნექტარიდან
თაფლს გვიმზადებს ......
*****
დიდია და ვებერთელა,
სულ ცოტა ათასი კილო,
ცხვირის ნაცვლად ხორთუმი აქვს,
ვინ მეტყვის,რა ჰქვია? .....
*****
ხის ტოტებში შეყუჟულა
7 ცალი იადონი,
ბულბულებთან საქმე გვაქვსო,
მალევე გაფრინდა 2.
არ გასულა დიდი ხანი,
დაემატათ ისევ 7,
გააგრძელეს საუბარი
შეხმატკბილებული, მშვიდი.
შეგიძლია დაითვალო,
რამდენია ხეზე ჩიტი?
*****
7 კალამს თუ დავუმატებთ,
გაივსება მთელი ყუთი,
სულ 12 თუ ეტევა,
ახლა რამდენი დევს? - ...........
*****
ჩემს თოჯინებს შევუკერე
8 კაბა და 6 ბაფთა,
საჩუქრები რომ მივართვი,
თითქოს ყველას გაუხარდა,
მაგრამ ბაფთები არ ეყოთ,
რაღაც შემეშალა მგონი,
რამდენი ბაფთა დამაკლდა,
აბა, ვინ მიხვდება? - ........
*****
ნაწვიმარზე დატანტალებს
ხუთი ცალი იხვის ჭუკი,
”თქვენთან ყოფნა ჩვენც გვინდაო”-
კიდევ მოტანტალდა ხუთი.
თან გუბეებით ტკბებიან,
თან გააბეს მასლაათი.
შეგიძლია დამითვალო,
რამდენი ჭუკია? ...........
*****
მამიკომ ლიზის უყიდა
ფერად-ფერადი ბუშტები,
8 - თეთრი, 7 - წითელი
სულ რამდენია? ..........
*****
ბაღში ტკბილად ჭუკჭუკებენ
8 ვარდი და 10 ია,
შეგიძლია დამითვალო,
სულ რამდენი ყვავილია?
*****
აკვარიუმი სავსეა
ფერად-ფერადი თევზებით,
რვა - ოქროსფერი, რვაც - ჭრელი,
სულ რამდენია? ----------------
*****
ფრენით დაღლილი მერცხლები
სადენებზე ჩამოსკუპდნენ,
დასვენება ვინ აცალათ,
ქორმა ჩაიქროლა უცებ.
თერთმეტიდან თერთმეტივე
იქვე არის დამალული,
მაშ რამდენი გაფრენილა?
აბა, დამითვალე .....