საქართველოში სახელმწიფო პროგრამა "სუბსიდირებული იპოთეკური სესხი" მოქმედებს, რომელიც იპოთეკურ კრედიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას 5 წლის მანძილზე ითვალისწინებს. პროგრამა 2021 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და კვლავ გრძელდება.
ოჯახი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი პროგრამაში ჩართვას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ 2022 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შეეძინა, ან შვილად აიყვანა ბავშვი.
აღსანიშნავია, რომ ოჯახს აღნიშნული შეღავათით მხოლოდ ერთხელ შეუძლია სარგებლობა.
თუმცა, ოჯახი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი უფლებამოსილია პროგრამით ისარგებლოს მეორეჯერაც, თუ 2022 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შეეძინება ან/და შვილად აიყვანს მე-4 ან მეტ შვილ(ებ)ს. ასეთ შემთხვევაში მსესხებელი უფლებამოსილია აიღოს 200 000 ლარი სესხი;
პროგრამაში განსაზღვრულია სესხის მაქსიმალური ლიმიტი 200 000 ლარია.
კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მოცულობებით ახორციელებს კომერციული ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას, სესხის გაცემიდან 60 (სამოცი) თვის განმავლობაში (ამასთან, თუ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის ვადა 60 (სამოცი) თვეზე ნაკლებია, სააგენტო განახორციელებს გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას გაცემული სესხის ვადით), საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული
დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ პროგრამას "აწარმოე საქართველოში" ნორებზე: 15 25; 32 296 00 10
თამარ იაკობაშვილი