ცნობილი ბლოგერი ჟანა დ'არტი (ჟანა სამსონოვა), რომელიც 4 წელი მხოლოდ ხილით იკვებებოდა და გამომწერებს რჩევებს აძლევდა, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს მალაიზიის დეტოქს-კლინიკაში, სადაც სულ მალე გარდაიცვალა კიდეც.
ბოლო წლების განმავლობაში ჟანა მეტისმეტად გაიტაცა ვეგანიზმმა და ნელ-ნელა თავად ამკაცრებდა წესებს. ამბობდა, რომ მავნე საკვები აბერებს და სულ უფრო მეტ პროდუქტს იღებდა რაციონიდან. ნელ-ნელა უმად კვების რეჟიმზე გადავიდა, ხუთ წელზე მეტი მის რაციონში მხოლოდ უმი ხილი და ბოსტნეული იყო, მერე კი მათი რაოდენობაც შეამცირა. ბოლო ოთხი წელი მხოლოდ ხილით იკვებებოდა, მზესუმზირის მარცვლებით, ხილის სმუზებით და წვენებით. ამბობდა, რომ ასე სუფთავდებოდა მისი ორგანიზმი.
მალაიზიაშიც ამ მიზნით მოხვდა - ორგანიზმის გასუფთავება ჰქონდა დაგეგმილი. მეგობრები უკვე შფოთავდნენ მისი ცხოვრების წესის გამო და არწმუნებდნენ, რომ გონს მოსულიყო, თუმცა ჟანა არავის არ უსმენდა. "ჩვენს თვალწინ დნებოდა, მაგრამ არ ესმოდა და არ უხვევდა გზიდან..."
მანამდე მსგავსი და კიდევ უფრო ტრაგიკული შემთხვევა მოხდა კრასნოდარის მხარეში, სადაც უმად კვების პროპაგანდისტმა ბლოგერმა შვილი შიმშილით მოკლა - დედის რძესაც კი არ აწვდიდა ბავშვს და მზის ენერგიით "კვებავდა".