გლდანში ავარიის შედეგად გარდაცვლილი 25 წლის ორსული ნათია ამარიანია. მას ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ქვეითად გადაადგილდებოდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ გოგონა მაღაზიიდან გამოდიოდა, რა დროსაც სწრაფად მიმავალი ავტომობილი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა.
ასევე თვითმხილველების თქმით, მძღოლი ნასვამი იყო და მართვის მოწმობა არ ჰქონდა. განაგრძეთ კითხვა