რუსეთიდან გადახვეწილი 74 წლის ალა პუგაჩოვას მორიგ გამოჩენას საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოჰყვა - სახის დაჭიმვისა და თმის გადანერგვის შემდეგ პრიმადონა სხვაგვარად გამოიყურება - მშობლები

რუსეთიდან გადახვეწილი 74 წლის ალა პუგაჩოვას მორიგ გამოჩენას საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოჰყვა - სახის დაჭიმვისა და თმის გადანერგვის შემდეგ პრიმადონა სხვაგვარად გამოიყურება

2023-07-31 08:24:52+04:00

როგორც ყოველ წელს, ალა პუგაჩოვა ივლისის ბოლოს ლატვიის ქალაქ იურმალაში ჩავიდა დასასვენებლად. პრიმადონას გულის პრობლემები აქვს და წლებია, ყველაზე ცხელ პერიოდში შედარებით გრილ ლატვიას მიაშურებს ხოლმე. აქ ელოდება ძველი მეგობარი ლაიმა ვაიკულე, რომელმაც წელს მუსიკალური ფესტივალიც ივლისის ბოლოს დაგეგმა და საპატიო სტუმრად ალა პუგაჩოვა გამოაცხადა.

004-20224031591686910777-1690778244.jpeg

პუგაჩოვა გახსნას ვერ დაესწრო. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, საკმაოდ ცხელი ისრაელიდან გამოფრინდა, სადაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ცხოვრობს და აკლიმატიზაცია საკმაოდ რთულად გაიარა. რამდენიმე დღე იწვა კიდეც.

480x600-0x0g4dy3wr-9826130042707233876-1690778245.jpg

28-29-ში კი ალა გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, მეუღლესთან ერთად და განხილვის საგნადაც იქცა. ყველა ალაპარაკდა პლასტიკურ ოპერაციებზე, რომლებიც მან ბოლო პერიოდში გაიკეთა და როგორც ამბობენ, თმაც გადაინერგა. 74 წლის მომღერლის ახალ სახეს ბევრი კომენტარი მოჰყვა სოციალურ ქსელში და "ხანდაზმული ბარბიც" კი უწოდეს. თავად არაერთხელ აღუნიშნავს, რომ არ აინტერესებს მასზე რას ფიქრობენ და ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს თუ ჩარევას გარეგნობაში სრულიად ჩვეულებრივ იღებს.

img-20230730-134903-101-800x800-1690778245.jpgimg-20230730-134901-832-667x800-1690778245.jpg