მოზარდთან სასიყვარულო ურთიერთობაზე საუბრისას სიფრთხილეა საჭირო - წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი ინტერესი მტრულად მიიღოს და ჩაიკეტოს.
თინეიჯერული პირველი სიყვარული ჩვეულებრივ არა ძალადობასთან, არამედ რომანტიკასთან და კინემატოგრაფიულ დრამასთან ასოცირდება. თუმცა, რეალურად, თინეიჯერები ბევრად უფრო ხშირად ხვდებიან არაჯანსაღ ურთიერთობებში, ვიდრე ისინი, ვისზეც ფილმებს იღებენ. ეს არ ეხება მხოლოდ ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას – ხშირად მოზარდებს აწყდებიან ემოციური ძალადობას, რომლის ამოცნობაც მათთვისაც რულია და მშობლებისთვისაც.
გთავაზობთ რამდენიმე გამაფრთხილებელ ნიშანს იმისას, რომ ახალგაზრდას რომანტიულ ურთიერთობებში პრობლემები აქვს.
რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით, შვილსა და მის პარტნიორს შორის ჩხუბის მომსწრე არ იქნებით. ამიტომ, დასაწყისისთვის, ყურადღება უნდა მიაქციოთ მოზარდის განწყობისა და ქცევის შემდეგ ცვლილებებს:
თუ შეამჩნიეთ სახიფათო ნიშნები, რომლებზეც ზემოთ დავწერეთ, მაშინვე მოგინდებათ სიტუაციაში ჩარევა და შვილის ტანჯვისგან გადარჩენა. ეს სურვილი სავსებით გამართლებულია.
თუ ეჭვი გეპარებათ, რომ რაღაც არასწორია, ესაუბრეთ თქვენს შვილს.
რა თქმა უნდა, საუბრები თანხმობის, ჯანსაღი ურთიერთობების, პირადი საზღვრების პატივისცემის შესახებ უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე - მანამდეც კი, სანამ ბავშვს პირადი ცხოვრება ექნება. მაგრამ თუ აქ და ახლა პრობლემის წინაშე დგახართ, ის უნდა მოგვარდეს.
არ არის საჭირო ლექციების წაკითხვა, მუქარა ან დამუნათება - ეს უსარგებლოა. შეგიძლიათ დაიწყოთ ფრაზით: „მე შევამჩნიე, რომ...“ და განაგრძოთ თქვენი დაკვირვების გამოხატვა მსუბუქი, შესაძლოა მხიარული ან ირონიული (მაგრამ არა ბავშვის გრძნობების დაცინვის) ფორმით და ამ დროს აკვირდებით მის რეაქციას.
არავითარ შემთხვევაში არ აიძულოთ და არ მოიძიოთ მყისიერი პასუხები.
დიდი ალბათობით, რამდენიმე ასეთი საუბარი იქნება საჭირო, რათა ბავშვი მიხვდეს, რომ მარტო არ არის, რომ თქვენ გვერდით ხართ, მზად ხართ მხარი დაუჭიროთ და დაეხმაროთ. და თუ საჭირო იქნება, ერთად დაფიქრდებით, როგორ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან.
თუ აღმოჩნდება, რომ თქვენი ძალისხმევა საკმარისი არ არის, დაარწმუნეთ თქვენი მოზარდი ფსიქოლოგის დახმარების საჭიროებაში.