2023 წლის 1 სექტემბრიდან ბუნებრივი აირის ღირებულება მცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს და არაერთი მომხმარებელი დაინტერესდა, შეეხება თუ არა ეს ცვლილება მოსახლეობას. ცვლილება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს შეეხებათ.
2023 წლის 1 სექტემბრიდან შპს "თბილისი ენერჯის" არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.35 (ერთი ლარი და 35 თეთრი) ლარის ნაცვლად 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი) ლარით განისაზღვრება.
"თბილისი ენერჯიში" გადავამოწმეთ ინფორმაცია, ტარიფის ცვლილება საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვისაც ხომ არ არის დაგეგმილი, თუმცა, როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, ცვლილება მხოლოდ კომერციულ სექტორს ეხება, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის კი ტარიფი არ იცვლება და მოსახლეობას კვლავ დადგენილი ნიშნულით მოუწევს ბუნებრივ აირზე გადასახადის გადახდა.
აღსანიშნავია, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 0.539708 ლარია.
"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებით 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი ისარგებლებს.
თამარ იაკობაშვილი