"მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს იქ ჩარჩენილი, არ ვიცი, როგორ არიან... ხალხო, რამე ქენით, გთხოვთ! გამოგზავნეთ ვერტმფრენი, რათა ვიპოვოთ" - მშობლები

"მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს იქ ჩარჩენილი, არ ვიცი, როგორ არიან... ხალხო, რამე ქენით, გთხოვთ! გამოგზავნეთ ვერტმფრენი, რათა ვიპოვოთ"

2023-08-03 23:03:06+04:00

შოვში, მეწყერში მოყოლილი ადამაინების ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ. ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, მეწყერმა მისი მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მოიყოლა.

"მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი. არ ვიცი როგორ არიან. როგორც ვიცი, ორი ვერტმფრენი ჰყავთ, ღამის ხედვით. ანუ არ გვინდა ეს სამი მცირეწლოვანი ბავშვი?! დაიღუპონ? ხალხო, რამე ქენით, ძალიან გთხოვთ. გამოგზავნეთ ვერტმფრენი, რომ ვიპოვოთ. დღის 12 საათის მერე აღარ გამოსულან კონტაქტზე" - აცხადებს მეწყერში მოყოლილი ადამაინების ოჯახის წევრი "მთავარ არხთან".

იხილეთ სრულად