შოვში მომხდარ მეწყერს ბოლო ინფორმაციით, 14 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი, მაშველები 30-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ. ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია სამი ადამიანის ცხედარი. ესენი არიან გიორგი გოგინაშვილი, ნინო კენჭაძე და ალინა პოლიკოვსკაია.
იდენტიფიცირებულია ასევე სალომე ხეთაგურის ცხედარიც, რომელიც შოვში მეგობრებთან, ნინო კენჭაძესთან და გვანცა ბუბაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს გოგონას ახლობლებმა დაუდასტურეს.
"ცოტა ხნის წინ ამოიცნო ოჯახმა ცხედარი, სალომეს უკვე თბილისში, სახლში მოასვენებენ" - გვეუბნება გოგონას ახლობელი. განაგრძეთ კითხვა