შოვში სტიქიისას გარდაცვლილებს შორის არიან და-ძმა, მეგი და გიგი გუტაშვილები. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მათი ახლობლები ავრცელებენ.
მეგი რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის წევრი იყო. მათ სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილი გუშინ გამოქვეყნდა:
"და ის გაფრინდა ვით ანგელოზი.... მეგის იმდენი რამ აქვს ასამბლეისთვის გაკეთებული, ნაბრძოლი, შეწირული, დაარსების დღიდან ახალგაზრდების განვითარებაზე და დახმარებაზე ზრუნავდა ჩვენი ლამაზი გოგო... ახლა ის აღარ გვყავს, გამოაკლდა ჩვენს გუნდს, რამაც დაგვაცარიელა და გაგვანულა... სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებთ ამ დიდ დანაკლისს მუდამ ჩვენს გულში იქნები მეგი, სხვაგვარად შეუძლებელია..." - ნათქვამია ინფორმაციაში. განაგრძეთ კითხვა