ეს მარტივი ტესტი შეამოწმებს, რამდენად კარგად გახსოვთ სასკოლო პროგრამა და გაქვთ, თუ არა კარგი ზოგადი განათლება - მშობლები

ეს მარტივი ტესტი შეამოწმებს, რამდენად კარგად გახსოვთ სასკოლო პროგრამა და გაქვთ, თუ არა კარგი ზოგადი განათლება

2023-08-07 12:31:53+04:00

ეს, ერთი შეხედვით, მარტივი, თუმცა ინფორმაციული ტესტი შეამოწმებს, რამდენად კარგად გახსოვთ სკოლის პროგრამა და გაქვთ თუ არა, კარგი ზოგადი განათლება. თქვენი ამოცანაა, 10 შეკითხვიდან უმრავლესობას სწორად გასცეთ პასუხი:

1. ჩამოთვლილთაგან, რომელი არ მიეკუთვნება სახელმწიფო სიმბოლოს?

  • დროშა
  • გერბი
  • ძეგლი

2. რას აღნიშნავს განვლილი მანძილისა და დროის თანაფარდობა?

  • მანძილს
  • სიმძლავრეს
  • სიჩქარეს

3. ჩამოთვლილთაგან, რომელია კუმშვად-კვეცადი სახელი?

  • კალამი
  • ფანჯარა
  • ტაქსი

4. ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები?

  • "შუშანიკის წამება"
  • "აბო თბილელის წამება"
  • "გამზრდელი"

5. რომელი წინადადება წერია სწორად?

  • ეს წიგნი, რა თქმა უნდა, საინტერესოა.
  • ეს წინგი, რა თქმა უნდა, საინტერესოა.
  • ეს წიგნი რათქმაუნდა საინტერესოა.

6. რომელია ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე?

  • წყნარი ოკეანე
  • ატლანტის ოკეანე
  • ინდოეთის ოკეანე

7. ვინ არის ევოლუციის თეორიის ავტორი?

  • ისააკ ნიუტონი
  • ჩარლზ დარვინი
  • თომას ედისონი

8. რა ერქვა შავიზღვისპირეთის ქართულ სამეფოს, სადაც, ლეგენდის თანახმად, არგონავტები იმყოფებოდნენ?

  • კოლხა
  • დიაოხი
  • საქართველოს სამეფო

9. რა აღმოაჩინა ნიუტონმა, როდესაც თავში ვაშლი დაეცა?

  • მიზიდულობის კანონი
  • აჩქარების მნიშვნელობა
  • მოძრაობის კანონი

10. რომელ კომპოზიტორს ეკუთვნის "მთვარის სონატა"?

იოჰან სებასტიან ბახს

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს

ნიკოლო პაგანინის

სწორი პასუხები:

  1. ძეგლი
  2. სიჩქარეს
  3. ფანჯარა
  4. "გამზრდელი"
  5. ეს წიგნი, რა თქმა უნდა, საინტერესოა
  6. წყნარი ოკეანე
  7. ჩარლზ დარვინი
  8. კოლხა
  9. მიზიდულობის კანონი
  10. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს