ფოთში, ზღვაში 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს - ზღვაში კიდევ ერთ არასრულწლოვანს ეძებენ - მშობლები

ფოთში, ზღვაში 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს - ზღვაში კიდევ ერთ არასრულწლოვანს ეძებენ

2023-08-07 23:46:07+04:00

ფოთში, ზღვაში 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ორი მოზარდი დღის მეორე ნახევარში ზღვაში საცურაოდ გავიდა და გაუჩინარდა.

ამ წუთებში მიმდინარეობს მეორე მოზარდის სამძებრო სამუშაოები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.