შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნ ცხედრებს შორის კიდევ 2 რუსთაველის იდენტიფიცირება მოხდა. ტრაგედიას 49 წლის შორენა ბიჭაშვილი და მისი შვილი, 20 წლის მარიამ მაისურაძე ემსხვერპლა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
"ჩემი გოგოსა და ჩემი მეუღლეს დნმ-ის ანალიზი ემთხვევა. ჩემ გოგოს შენარჩუნებული აქვს ყველაფერი და მილიონი პროცენტით ვიცი რომ ჩემია. ასე, რომ ჩემი გოგო და მეუღლე ნაპოვნი მყავს, მიცვალებულები, რა თქმა უნდა. ვეძებ ბიჭს", - განუცხადა "ინფო რუსთავს" გარდაცვლილი ქალის მეუღლემ დავით მაისურაძემ.
მარიამი თსუ-ს სტუდენტი იყო. უნივერსიტეტის თვითმმართველბა, სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს:
"ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი, კარგი მეგობარი და ადამიანი, მარიამ მაისურაძე, რომლის ოცნებები და მომავალი მისსავე საყვარელ, რაჭის მთებში დარჩა. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუნდეტური თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოვთქვათ და ვუსამძიმრეთ მარიამისა და ყველა გარდაცვლილის ოჯახს." განაგრძეთ კითხვა