სანდრა ბულოკის პარტნიორი, ბრაიან რენდალი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტრაგიკული ამბავი მამაკაცის ოჯახმა დაადასტურა:
"დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ 5 აგვისტოს ბრაიან რენდალი ამიოტროფულ გვერდით სკლეროზთან (ALS) სამწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ბრაიანმა არჩია, რომ დაავადების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ გაემჟღავნებინა და ჩვენც ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მისი თხოვნა შეგვესრულებინა", - ვკითხულობთ ოჯახის განცხადებაში.
ნევროლოგიური დარღვევებისა და ინსულტის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით, ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი (ALS) არის იშვიათი ნევროლოგიური დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ტვინისა და ზურგის ტვინის ნერვულ უჯრედებზე, რომლებიც აკონტროლებენ კუნთების ნებაყოფლობით მოძრაობას. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ტვინი კარგავს ნებაყოფლობითი მოძრაობების დაწყებისა და კონტროლის უნარს. ფუნქციადაკარგული კუნთები სუსტდებიან და ბოლოს ხდება მათი სრული ატროფირება. განაგრძეთ კითხვა