მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე უფროს ვაჟთან ერთად ისვენებს და როგორც ამბობს, ასე ცდილობს მასთან ერთად გაუტარებელი დროის ანაზღაურებას. ალექსანდრა თავის პოსტში სხვა დედებსაც მიმართავს:
"დემე და მე წელიწადში ერთხელ მაინც ვიპარებით ერთად დასასვენებლად. ასე ვცდილობ მასთან წლის მანძილზე გაუტარებელი წუთები ავინაზღაურო და დანაშაულის გრძნობისგან განვთავისუფლდე… თუმცა, უკვე დიდი ბიჭია და ამ ჯერზე, აქაც კი მომანატრა თავი… 2 ფოტოც ძლივს გამოვძალე, არ მიღებს ძირითადად…
გაიზარდნენ შვილები… ყველას ბედნიერი იღბლიანი და ჯანმრთელი გვიმყოფოს!
პ.ს. დედის სიმშვიდე და ჰარმონია პირდაპირ პროპორციულია მათი კარგად ყოფნის…. მიყვარხართ, დედიკოებო, ძალიან, თავს მიხედეთ, აიმაღლეთ ხმა, სტანდარტები, ქუსლებიც და დატკბით თითოეული წამით. კაცმა არ იცის, ხვალ რა იქნება".