სასტიკ დიეტებს რომ სტაბილური შედეგი არ მოაქვთ, ამაში ყველა დარწმუნდა. ამიტომ ექიმები ცდილობენ კვების ისეთი მოდელები შეიმუშაონ, რომ ადამიანი სრულფასოვნად იკვებებოდეს, მაგრამ ამ საკვებში არათუ წონის მატების, არამედ წონის კლების ხელშემწყობი მექანიზმები მუშაობდეს.
ექსპერტების რჩევით, პირველი კვება ცილისგან უნდა შედგებოდეს, არ შეიცავდეს შაქარს, მაგრამ ამავდროულად იყოს გემრიელი და ნოყიერი. წონის ჯანსაღი კლება მოითხოვს არა მხოლოდ რეგულარულ ვარჯიშს, არამედ რაც მთავარია დაბალანსებულ კვებას. ცნობილია, რომ თუ არ არის კალორიული დეფიციტი, ჭარბი წონა არ გაქრება. როგორც წონის დაკლებისთვის, ასევე ფორმის შესანარჩუნებლად, მუდმივად უნდა აკონტროლოთ კალორიები და აირჩიოთ "სწორი" საკვები.
მაგალითად, ჯობია დღე ცილოვანი, „ცხიმის მწველი“ საუზმით დაიწყოთ. სერტიფიცირებული დიეტოლოგების ჯეი კოვინისა და ლიზა რიჩარდსის თქმით, ბერძნული იოგურტი (მაწონი) და ჩიას თესლი კარგად ასრულებენ საქმეს.
მხოლოდ ორი კომპონენტია, მაგრამ ისინი დანაყრების შეგრძნებას, ენერგიას გაძლევენ და ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით უზრუნველყოფენ. ასევე ხელს უწყობენ მადის კონტროლს.
ბერძნული იოგურტი, უპირველეს ყოვლისა, ცილის წყაროა, რომელიც მნიშვნელოვანია მეტაბოლიზმისთვის, უშაქროა და დაბალკალორიულია. ჩიას თესლის დამატება ფერმენტირებული რძის პროდუქტში მას უფრო დამაკმაყოფილებელ და ჯანსაღს ხდის.
ჩიას თესლი მდიდარია ბოჭკოებით, ანტიოქსიდანტებით და ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით. ყველა ეს საკვები ნივთიერება აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, აჩქარებს ცხიმების წვას და ხელს უწყობს შიმშილის კონტროლს - ადამიანი უფრო დიდხანს გრძნობს თავს სავსედ და არ ჭამს ზედმეტად. ამიტომ, დიეტოლოგები მკაცრად გირჩევენ საუზმეზე ბერძნული იოგურტის მომზადებას ჩიას მარცვლებით.
„ბევრმა არ იცის, როგორი სასარგებლო და ადვილად გამოსაყენებელი პროდუქტია ჩიას თესლი. ჩია შეიცავს ყველა აუცილებელ ამინომჟავას. და ჯანსაღი ცხიმები, როგორიცაა ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები, ასევე ანთების საწინააღმდეგოა, რაც კარგია გულის დაავადებების პროფილაქტიკისთვის“, - განმარტავს ლიზა რიჩარდსი.