ხაჭო ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია. ცილებისა და რძემჟავა ბაქტერიების უბადლო წყარო, რომელიც კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, ნატრიუმს, რკინას, მაგნიუმს, თუთიას, სპილენძს, ფთორსა და სხვა მინერალებს შეიცავს. აძლიერებს ჯანმრთელობას და აუმჯობესებს ფიგურას - მაგრამ რომელი ხაჭოს ვარიანტია უკეთესი, ცხიმიმანი თუ უცხიმო? ზოგი დარწმუნებულია, რომ ყველაზე სასარგებლო ხაჭო უცხიმოა, ზოგი კი, ბებიების მონაყოლით დარწმუნებულია, რომ რაც უფრო ცხიმიანია, მით უფრო სასარგებლოა.
რომელი ხაჭოა ყველაზე სასარგებლო?
დიეტოლოგები განმარტავენ, რომ უცხიმო ხაჭო არც ისეთი კარგია, როგორც გვგონია. ასეთი ხაჭოს მოსამზადებლად რძეს აცლიან ცხიმს შედედების წინ; ამ შემთხვევაში ცხიმში ხსნადი ვიტამინების ნაწილი იკარგება. გარდა ამისა, უცხიმო ხაჭოს აქვს სპეციფიკური გემო, რომელიც ბევრს არ მოსწონს. თუ მაინც გადაწყვეტთ თქვენს რაციონში უცხიმო ხაჭოს ჩართვას, შეგიძლიათ „მეტი“ ცხიმი მიიღოთ ხაჭოსზე ავოკადოს დამატებით. თუმცა მცენარეული ცხიმები არ შეცვლის ცხოველური ცხიმების დეფიციტს.
ხაჭო 9% ცხიმის შემცველობით შესანიშნავად აკმაყოფილებს ცხოველური ცხიმების მოთხოვნილებას