დედა, რომელმაც იტალიაში ახალშობილი ნაგავსაყრელზე დატოვა, 20 წლის ქართველი ქალი აღმოჩნდა - რას წერს იტალიური მედია მომხდარზე? - მშობლები

დედა, რომელმაც იტალიაში ახალშობილი ნაგავსაყრელზე დატოვა, 20 წლის ქართველი ქალი აღმოჩნდა - რას წერს იტალიური მედია მომხდარზე?

2023-08-15 08:52:05+04:00

ქალი, რომელმაც იტალიაში, ტარანტოში, ახალშობილი ნაგავსაყრელზე დატოვა, 20 წლის ქართველი გოგონა აღმოჩნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. ერთ-ერთი გამოცემის ცნობით, ნაგავსაყრელთან დატოვებული ბავშვი გამვლელმა შეამჩნია, უფრო სწორად, მისმა პიტბულმა, რომელსაც ის ასეირნებდა. ძაღლმა ჩვილის დანახვაზე ისტერიული ყეფა ატეხა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ბავშვი საბანში გახვეული ნახეს, მას ჯერ კიდევ ჰქონდა ჭიპლარი. განაგრძეთ კითხვა