ექიმი მარი მალაზონია საუბრობს ძალიან საინტერესო კვლევაზე, რომელიც უკვე 80 წელზე მეტია მიმდინარეობს და ადამიანის დღეგრძელობის ფაქტორებს შეისწავლის. და ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ამ ეტაპზე ალბათ ის არის, რომ დღეგრძელობის განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის ერთ-ერთი მთავარი ადამიანური ურთიერთობებია, რომელიც უსწრებს კვებას, ძილის რეჟიმს, ფიზიკურ აქტივობას და ა.შ.