საქონლის ხორცის მომზადების ყველაზე ჯანსაღი გზა მისი მოხარშვაა. თუ დაიცავთ მარტივ წესებს, ხორცში სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმუმი დარჩება - მაღალი ხარისხის ხორცის ცილა, B ჯგუფის ვიტამინები, ასევე რკინა, თუთია და ამინომჟავები.
ინგრედიენტები:
მოხარშული საქონლის ხორცის მოსამზადებლად უმჯობესია აიღოთ რბილი ნაჭერი. საქონლის ხორცის ასაკს ადვილად განასხვავებთ ფერის მიხედვით: რაც უფრო ბებერია ცხოველი, მით უფრო მუქია მისი ხორცი.
ხორცის ნაჭერი გაასუფთავეტ ზედმეტი ნაწილებისგან.
აადუღეთ დიდი რაოდენობით წყალი და ჩაყარეთ ხორცი მდუღარე წყალში - ასე შეინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმუმს. კვლავ მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუწიეთ ცეცხლს ისე, რომ ბულიონის ზედაპირი მშვიდი დარჩეს. ამოიღეთ ქაფი, შემდეგ კვლავ ოდნავ მოუმატეთ ცეცხლს და ხარშეთ მინიმუმ საათნახევარი.