"ყველაზე ცუდი მომენტი ჩემს ცხოვრებაში იყო, როცა გავიგე, რომ მამა გარდაიცვალა... ყველაზე კარგი - ჩემი შვილის გაჩენა..." - ანასტასია ბენდუქიძის ბლიც-ინტერვიუ - მშობლები

"ყველაზე ცუდი მომენტი ჩემს ცხოვრებაში იყო, როცა გავიგე, რომ მამა გარდაიცვალა... ყველაზე კარგი - ჩემი შვილის გაჩენა..." - ანასტასია ბენდუქიძის ბლიც-ინტერვიუ

2023-08-18 23:31:04+04:00

ანასტასია ბენდუქიძემ Forbes Woman Georgia-სთვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა საყვარელ კერძებზე, მოგონებებზე, მიზნებზე. მისი თქმით, მისი მთავარი მიზანი ბედნიერებაა, და თავისი შვილისთვისაც ამას ისურვებდა. "ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე რომ ვხედავ ჩემს შვილს, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ენაზე საუბრობს ან რამდენი ათიანი აქვს, მინდა, რომ იყოს ბედნიერი. ეს არის ცხოვრების მიზანი". ყველაზე დასამახსოვრებელ ცხოვრებისეულ მომენტებს შორის კი ანასტასიამ მამის, კახა ბენდუქიძის გარდაცვალება დაასახელა, რომლისთვისაც სრულიად არ იყო მზად, და საუკეთესო მომენტი კი მისთვის ვაჟის დაბადებაა, რომლის შემდეგაც სრულიად შეიცვალა მისი ცხოვრება.

„დედაჩემი არ ჰგავდა ქართველ დედებს, რომლებიც განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევიან... ზედმეტად ადრეულ ასაკში მიმაჩვია დამოუკიდებლობას...“ - ექსკლუზიური ინტერვიუ ანასტასია ბენდუქიძესთან