"საშინელებაა იმის წარმოდგენა, რომ ჩემი შვილის მკვლელი თვალებში მიყურებდა“ - შვიდი ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ ბრიტანელ ექთანს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა - მშობლები

"საშინელებაა იმის წარმოდგენა, რომ ჩემი შვილის მკვლელი თვალებში მიყურებდა“ - შვიდი ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ ბრიტანელ ექთანს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

2023-08-22 10:04:14+04:00

სერიულ მკვლელ ლუსი ლეტბის, რომელსაც ბრალი შვიდი ბავშვის მკვლელობაში ედებოდა, სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი დღეს მანჩესტერის სასამართლომ გამოიტანა.

ბრიტანელმა ექთანმა ახალშობილები ინექციის საშუალებით, კანში ჰაერისა და ინსულინის შეყვანით 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისამდე დახოცა. მაშინ ლუსი ლეტბი ჩესტერის ოლქში მდებარე NHS საავადმყოფოში მუშაობდა.

ლეტბი ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი საავადმყოფოს ახალშობილთა პალატაში ექვსი ბავშვის მკვლელობის მცდელობაში იგივე მეთოდების გამოყენებით.

ახალშობილთა განყოფილების წამყვანმა კონსულტანტმა, სადაც ლუსი ლეტბი მუშაობდა, BBC-ს განუცხადა, რომ საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ დროულად ვერ გამოიკვლია მედდასთან დაკავშირებული ბრალდებები და ცდილობდნენ ექიმების გაჩუმებას. განაგრძეთ კითხვა