კვებითი აშლილობა ფსიქიკური აშლილობის ფორმაა, რომელიც კვების პროცესის დარღვევით ხასიათდება. კვებითი დარღვევები მოიცავს ნერვულ ანორექსიას, ბულიმიას და გადაჭარბებულ კვებას.
ხშირად კვებითი დარღვევები მოზარდობის ასაკში იწყებს გამოვლენას. ეს ჩვეულებრივ გამოწვეულია იმით, რომ თინეიჯერები ძალიან ღელავენ გარეგნობაზე. კვებითი აშლილობა სერიოზული ფსიქიკური დაავადებაა. ანორექსიით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველა სხვა ფსიქიკური დაავადებით გამოწვეულ სიკვდილიანობას აღემატება.
კვებითი დარღვევებს მრავალი მიზეზი აქვთ: ფსიქოანალიტიკოსები თვლიან, რომ ზოგჯერ კვებითი აშლილობა მოზარდსა და მშობლებს შორის კონფლიქტის გამო (ჩვეულებრივ, გოგონა დედასთან) იწყება. ბევრი სხვა ფსიქოლოგი თვლის, რომ კვებითი აშლილობის მასობრივი განვითარება მედიისა და სოციალური ქსელების გაჩენამ განაპირობა, რომელიც სხეულის იდეალურ გამოსახულებას ამკვიდრებს. ეს კი ხშირად სრულიად აცდენილია რეალობას.
ასევე, კვებითი აშლილობის განვითარების მიზეზები შეიძლება იყოს: მშობლების მხრიდან ყურადღების და მზრუნველობის ნაკლებობა, ოჯახში მიღებული კვების ჩვევები, კერძოდ, წახალისება და დასჯა საკვებით.
ეს ყველაფერი მათ მყიფე ფსიქიკაში გარეგნობის, წონისა და კვების მიმართ პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს.
კვებითი დარღვევების მკურნალობის ოქროს სტანდარტად ფსიქოთერაპია ითვლება, თუმცა, თუ ბავშვმა მთლიანად შეწყვიტა ჭამა და ბევრი წონა დაკარგა, სხვა სპეციალისტების დახმარებაც ხდება საჭირო.
ბავშვის ნორმალური ქცევისა და კვების აშლილობის გარჩევა ძალიან რთულია. გტავაზობთ 10 ნიშანს, რომლებიც მიუთითებს ბავშვში კვების დარღვევის შესაძლო არსებობაზე. თუ თქვენს შვილს ეს ნიშნები აღმოაჩენთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.