სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია 7 თვის ბავშვის გადარჩენის შესახებ. ინფორმაციას ავრცელებს გვერდი ყველაფერი მედიცინაზე:
"თბილისის მერვე ფილიალის 828-ე ბრიგადას, გამოძახებისას ბინაზე დახვდა 7 თვის ჩვილი, გულგაჩერებული, წყლით გაგუდვის ეპიზოდით, ასპირირებული... ადგილზე ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიების შედეგად აღდგა გულის მუშაობა და სასიცოცხლო პარამეტრები დასტაბილურდა, პაციენტი კი გადაყვანილიქნა კლინიკა "თიმში " და დღეს უკვე თავს კარგად გრძნობს...
მიყვარს ასეთი ექიმები.
ბრიგადის უფროსი ექიმი - ეკა ბოკუჩავა; უმცროსი ექიმი - ანა წივწივაძე; მძღოლი - ზვიად ჯავახიშვილი".