ინგლისელი ნაომი გრეჰემი რვა წლის იყო, როცა სპორტის გაკვეთილზე გონება დაკარგა. გოგონას შეშინებულმა მშობლებმა, რუთმა და გარეტმა, გოგონა მანქანით საავადმყოფოში წაიყვანეს.
გოგონას დედის თქმით, ქალიშვილის შეხედვამ ის და მისი ქმარი შეაშინა: „ჩვენზე რეაქცია არ მოუხდენია, თვალები უკან გადაატრიალა, რამდენჯერმე გული აერია. როდესაც ოჯახი საავადმყოფოში მივიდა, გაირკვა, რომ გოგონას სახის ერთი მხარე გაშეშებული ჰქონდა.
ეს რომ შეამჩნია ქალმა, ქმარს უთხრა, რომ მათ ქალიშვილს ინსულტი ჰქონდა. ამაზე მან უნდობლად უპასუხა: "რუთ, ის რვა წლისაა, ეს არ შეიძლება ინსულტი იყოს ".
ექიმებმა გოგონა გასინჯეს და კითხვები დაუსვეს: ჰკითხეს, მიხვდა თუ არა სად იყო და ვინ იყო მის გვერდით. რუთის თავიდან კითხვები ძალიან სულელურად მოეჩვენა, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ მისი ქალიშვილი ვერც მას ცნობდა არც და ვერც მამამისს.
ნაომის MRI ჩაუტარდა. სამი დღის შემდეგ ექიმებმა გარეტს და რუთს უთხრეს, რომ გოგონას მართლაც ინსულტი ჰქონდა და შესაძლოა ვერასოდეს აღედგინა სხეულის ერთი მხარის ფუნქციონირება.
რუთის თქმით, ეს სრული შოკი იყო: „არ მსმენია, ბავშვს ინსულტინ დამართოდეს“. მამის მხრიდან ინსულტი ნაომის ბებიამ გადაიტანა, რამდენიმე ინსულტი იყო რუთის ოჯახშიც.
"ნაომი აქტიური, ჯანმრთელი და სპორტსმენი გოგონა იყო, თამაშობდა ფეხბურთს, ჰოკეის და ტანვარჯიშს. არასდროს გვეგონა, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო“, - ამბობს დედა.
ერთადერთი, რაც წინასწარი ნიშნებიდან გაიხსენა დედამ, თავის ტკივილი იყო. გოგონამ წინა დღეს დაიჩივლა, რომ თავი ტკიოდა.
ნაომი ახლა რეაბილიტაციის კურსს იტარებს და ექიმები აღფრთოვანებულნი არიან მისი პროგრესით. გოგონა ვარჯიშობს მეტყველების თერაპევტთან და ფიზიოთერაპევტთან, ასევე ესწრება ოკუპაციურ თერაპიას. საავადმყოფოდანაც გაწერეს, თუმცა ჭამას და მეტყველებას ბოლომდე სრულყოფილად ვერ ახერხებს. ცდილობას სიარულსაც.
რუთის თქმით, ნაომი "იმედოვნებს, რომ სკოლაში დაბრუნდება ": "ჩვენ გვჯერა, რომ ის, რაც მან უნდა გადაიტანა, იმან გააძლიერა. მიუხედავად დიდი გზისა, რომელიც მან ჯერ კიდევ უნდა გაიაროს, ის მაინც ჩვენი ნაომია და ყოველდღე გვახარებს“.
ინსულტის ნიშნები ბავშვებში: