შოვის ტრაგედიისას დაღუპული, პატარა ანასტასიას ცხედარიც იდენტიფიცირებულია - მშობლები

შოვის ტრაგედიისას დაღუპული, პატარა ანასტასიას ცხედარიც იდენტიფიცირებულია

2023-08-24 12:31:43+04:00

შოვის ტრაგედიისას დაღუპული, დუდაშვილების მე-4 წევრი, პატარა ანასტასიაც იდენტიფიცირებულია, - ამის თაობაზე მარიტა გუტაშვილი წერს.

"გონებიდან არ ამომდის 2 წლის ანასტასიას სიტყვები:"ჩემი ტუტულიკა დედიკო, მიყვარხარ",თან პატარა ხელებით ეფერებოდა და კოცნიდა ხელზე.

ნატო ჭელიძე, ლუკა დუდაშვილი, ანდრია დუდაშვილი, ანასტასია დუდაშვილი.

პანაშვიდი 24-25 აგვისტო

.ქ. თბილისი, ჟიული შარტავას #45 , მე-3 სადარბაზო , მე-9 სართული.

გასვენება, 26 აგვისტო ( შაბათი) ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრიდან, 14:00 საათზე", - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

შოვი იყო მისი ბედისწერა, იქ გაიცნო მეუღლეც. გიო განადგურებულია... - რას ჰყვება ახლობელი ოჯახზე, რომლის 4 წევრი სტიქიამ იმსხვერპლა