შოვში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიიდან 22 დღე გავიდა. ოფიციალური მონაცემებით, ამ დრომდე იდენტიფიცირებულია 31 გარდაცვლილი. მაშველები კიდევ 2 ადამიანს ეძებენ. დაკარგულებს შორის არიან ზაზა მესხი და მისი ორი შვილი. ტრაგედიიდან ორი დღის შემდეგ გარდაცვლილებს შორის ნახეს ზაზას მეუღლე, უკრაინელი ჟურნალისტი ალინა პოლიკოვსკა. რამდენიმე დღის წინ კი დასასტურდა მისი უფროსი შვილის გარდაცვალებაც.
როგორც ცნობილია, ზაზა მესხი უწერაში დასასვენებლად მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. 3 აგვისტოს ისინი შოვის დასათვალიერებლად ავტომობილით გავიდნენ, რის შემდეგაც მათთან კომუნიკაცია ვეღარ მოხერხდა. განაგრძეთ კითხვა