ცნობილ ვლოგერ და ინფლუენსერ გიორგი დანელიას ოჯახს სოც. ქსელების მოყვარულები კარგად იცნობენ. მისი მეუღლე თეონა ჩაჩუა makeup ბლოგერია, რომელთანაც გიორგის უსაყვარლესი გოგონა კირა ჰყავს. წყვილი მისი ცხოვრების სიახლეებს მუდმივად აზიარებს სოციალურ სივრცეში. ამჟამად სახლს იშენებენ და პერიოდულად ათვალიერებინებენ საზოგადოებასაც.
რამდენიმე დღის წინ თეონა იუბილარი იყო, მეუღლემ სახლში დაბრუნებულს სიურპრიზი დაახვედრა, შეკრიბა მისი საყვარელი ადამიანები და დაბადების დღე ერთად მიულოცეს, თან დააანონსეს, რომ სულ მალე მათ ცხოვრებაში არსებულ კიდევ ერთ სიახლეს გაასაჯაროვებდნენ. ასეც მოხდა, აღმოჩნდა, რომ თეონა და გიორგი მეორე ბავშვის მოლოდინში არიან. ჯერჯერობით სქესი არაა ცნობილი, თუმცა, სავარაუდოდ მოკლე დროში ამის შესახებაც გადაიღებენ ვიდეოს.
ცნობისათვის, თავად გიორგი მრავალშვილიანი ოჯახიდან არის და მის ვიდეოებში მუდმივად მონაწილეობენ მისი და-ძმები.
თეკლა ჟვანია