როდის დაიწყება სასწავლო წელი სხვადასხვა უნივერსიტეტში - თარიღები - მშობლები

როდის დაიწყება სასწავლო წელი სხვადასხვა უნივერსიტეტში - თარიღები

2023-08-29 13:32:41+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების ჩარიცხვის საბოლოო შედეგებს, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა. აბიტურიენტებს კი 30 აგვისტოს 18 საათამდე შეეძლებათ, საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებები შეიტანონ. მაშინ, როცა მომავალი სტუდენტები ჩარიცხვის შედეგებს უკვე რამდენიმე დღეში გაიგებენ, განსაკუთრებით აინტერესებთ, მათთვის სასურველი უნივერსიტეტი როდის იწყებს სასწავლო პროცესს. ინფორმაციის მისაღებად რამდენიმე მოთხოვნად უნივერსიტეტს დავუკავშირდით:

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 18 სექტემბერი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 25 სექტემბერი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 25 სექტემბერი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - 25 სექტემბერი
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 11 სექტემბერი
  • საქართველოს უნივერსიტეტი - 18 სექტემბერი
  • კავკასიის უნივერსიტეტი - 11 სექტემბერი
  • თავისუფალი უნივერსიტეტი - ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაზუსტებულა
  • აგრარული უნივერსიტეტი - 18 სექტემბერი
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 25 სექტემბერი
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ - ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება
  • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 18 სექტემბერი
  • საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - 18 სექტემბერი
  • საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 18 სექტემბერი
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 18 სექტემბერი

თამარ იაკობაშვილი