გერმანელ ქალს 5 წლის ბავშვზე ძალადობის გამო 14 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჯენიფერ ვენიშმა 5 წლის იეზიდი გოგონა 45 გრადუს სიცხეში ჯაჭვით დააბა და წყურვილით მოკლა. შემთხვევა 2015 წლის აგვისტოში მოხდა.
როგორც ცნობილია, ჯენიფერი ერაყში ყოფნის დროს ISIS-ს შეუერთდა, სადაც ყოფილ ქმართან ერთად, იეზიდი გოგონა და მისი დედა იყიდა. წყვილი ბავშვზე რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობდა. განაგრძეთ კითხვა