3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის დროს დაკარგული, 4 წლის გიორგი ხორბალაძეს ცხედარი იდენტიფიცირებულია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ოჯახის წევრი, გივი ბერიანიძე ავრცელებს.
"ამდენი წამების შემდეგ დღეს სახლში ბრუნდები ჩემო გიო. ცოტა დაისვენე, დაღლილი იქნები. მერე დედიკოსთან და ბებოსთან გაიქეცი, ჩაეხუტე და დაელოდე, მეც მალე მოვალ“, - წერს მამაკაცი.
ინფორმაცია დაგვიდასტურა შოვში გარდაცვილი სამირა ისაევას ძმამ, ისკანდერ ისაევმა. მისი თქმით, გარდაცვლილი ბავშვის ცხედარს რუსთავში დღეს მიასვენებენ. განაგრძეთ კითხვა