PosTV-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი მესამედ დაოჯახდა. ქორწილის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში მეგობრებმა გამოაქვეყნეს. ტელეწამყვანის რჩეული მარიამ ტარიელაშვილია. ქალი ერთ-ერთ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ რამიშვილი სკანდალში გაეხვა. POSTV- ის ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროებაში ჟურნალისტები - გვანცა ბუდაღაშვილი და მაკო ჯაბუა ადანაშაულებდნენ და ისინი წლების წინ მომხდარ ფაქტებს იხსენებდნენ. თუმცა ეს ერთადერთი ფაქტი არ გახლდათ რამიშვილის კარიერაში. მანამდე სწორედ იგივე ბრალდებით ჟურნალისტმა თათია სამხარაძემ სასამართლოში უჩივლა. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები