ჩეხეთში მსოფლიოსთვის ქართული კულტურის გასაცნობად X საერთაშორისო ფესტივალი "სულიკო" გაიმართა, რომლის შესახებ ჩვენც ვწერდით.
პრაღაში გამართული მუსიკისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული, გრან-პრის მფლობელი ოთო ბაზერაშვილი ფართო საზოგადოებამ პროექტით "რანინა" გაიცნო. დღეს ის 13 წლისაა. თელავის რაიონის სოფელ იყალთოში ცხოვრობს. მასში სიმღერის ნიჭი დედამ და ბაგა-ბაღში მუსიკის მასწავლებელმა აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ უცხოურ სიმღერებსაც შესანიშნავად ასრულებს, ოთო აღნიშნავს, რომ ქართული ხალხური სიმღერა გამორჩეულად უყვარს. მისთვის საყვარელი შემსრულებლების სია კი ასე გამოიყურება: ჰამლეტ გონაშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, ჯანსუღ კახიძე, გოგი დოლიძე, ბუბა კიკაბიძე... ანსამბლი "შავნაბადა".
- პირველი სირთულე ის იყო, რომ ვოკალის მასწავლებელი არ მყავდა. თბილისში რომ ჩავედი, ძალიან დაძაბული ვიყავი, მაგრამ თანდათან გავიხსენი და ნერვიულობის დაძლევა ვისწავლე, ეს დღეს უკვე ძალიან მადგება... საერთოდ, კონკურსში მისვლამდე ვოკალის პედაგოგი არ მყავდა, პროფესიულ დონეზე რომ მოვემზადებინე. სიმღერებს "იუთუბის" დახმარებით ვსწავლობდი. იცით, ჩემი თავის იმედი სულ მაქვს და მაშინაც ამ განწყობით ვიყავი.
- ეს ყველაფერი დედამ შთამაგონა. საერთოდ, ჩემთვის მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების აზრი. ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევ მათ სიტყვებს. თითოეულ ჩვენგანს რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება რომ გვინდა, ყველანი ვიკრიბებით და ვმსჯელობთ. ჩემი ოჯახის წევრების შეფასება თუ რჩევები ჩემთვის მნიშვნელოვანია.
- დიახ, 6 წლის ვიყავი, როცა დედას მეგობრები იყვნენ ჩვენთან. მაშინ "დაიგვიანეს" და "ლალე" ვიმღერე. ერთ-ერთმა პატარა მონაკვეთი დათო მასწავლებელს გადაუგზავნა. მან რომ მომისმინა, მოვეწონე და სურვილი გამოთქვა, ეს ბავშვი თბილისში ჩამომიყვანეთ და გუნდში ატარეთ; თუ სოფლიდან ტარება ვერ მოხერხდება, მაშინ გურჯაანში ანსამბლში მიიყვანეთო. მაშინ ეს ვერ მოხერხდა. წლები გავიდა, 11 წლის ვიყავი, "რანინაში" რომ მივედი. 6 წლიდან სურვილი მქონდა, ქართული ხალხური სიმღერები მესწავლა, მაგრამ მაშინ რას წარმოვიდგენდი, თუ წლები გავიდოდა, მე კი პროექტში დათო მასწავლებელთან და მის ანსამბლთან ვიმღერებდი. "რანინა" რომ დასრულდა, დათო მასწავლებელმა ბავშვთა გუნდ "შავნაბადაში" მიმიყვანა, სადაც უკვე წელიწად-ნახევარია დავდივარ. განაგრძეთ კითხვა