რუსკა მაყაშვილი თავისი ცელქი ბავშვების - ილიას და კატოს ფოტოებსა და ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. ძირითადად, თავადაც ჰყვება ხოლმე მხიარულებაში, თუმცა დედების მოთმინებასაც აქვს ხოლმე საზღვარი. ამჯერად, რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, როგორ ცელქობს და ხმაურობს ილია, ძილის წინ და იმ დროსაც, როცა უნდა ეძინოს. და ბოლოს, დამაგვირგვინებელი ვიდეო გამარჯვებული დედის ცეკვისა, რომელმაც, როგორც იქნა, ბავშვები დააძინა.